• -

  • 22 Jan, 2023

გერონტი ქიქოძის პრემია 2023

ცხადდება კონკურსი გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად!
პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს.

-
რომანის ქართული თარგმანი კონკურსზე უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან მთარგმნელმა;
-
რომანის ქართული თარგმანი ბეჭდური სახით გამოცემული უნდა იყოს 2022 წელს;
-
განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
-
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 10 თებერვალია;
-
გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამოცხადდება მარტის თვეში;
-
პრემია წარმოადგენს 1000 ლარს. იგი გადაეცემა მთარგმნელს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია გამომცემლობა აგორას საიტზე (http://agorabooks.ge/ka/award).

გამომცემლობა აგორა გისურვებთ წარმატებას