• --

  • 10 Jan, 2021

გერონტი ქიქოძის პრემია 2021

გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 2020 წელს გამოცემულ თარგმანებს. წიგნი კონკურსზე უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან მთარგმნელმა 2021 წლის 11 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით. განაცხადი უნდა შეივსოს გამომცემლობა აგორას საიტზე (http://agorabooks.ge/ka/award), ხოლო წიგნის ორი ეგზემპლარი მოგვაწოდოთ - ეკა ჩაჩხიანის სახელზე. გთხოვთ, წიგნების ჩასაბარებლად დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 555541900.