• -

  • 23 Mar, 2025

გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატის გამოვლენის ცერემონია

გამომცემლობა აგორა გიწვევთ გერონტი ქიქოძის სახელობის ტრადიციული პრემიის ლაურეატის გამოვლენის ცერემონიაზე 25 მარტს, 15 სთ, კაფეში Chez Kirsky, რომელიც მდებარეობს დიმიტრი უზნაძის ქ. N54.

 

ნომინანტების მოკლე სია, საიდანაც დასახელდება ლაურეატი:

- ანი ერნოს „ქალი“, მთარგმნელი ვალერი ოთხოზორია, გამომცემლობა პალიტრა L;

- მიშელ უელბეკის „გაცამტვერება“, მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი, სულაკაურის გამომცემლობა;

- მარლენ ტისოს „ფარდაგების ყვავილებქვეშ“, მთარგმნელი მაია ქაცანაშვილი, გამომცემლობა „ლე კაიე დიუ დესერ დე ლუნ“ (Les Cahiers du dessert de Lune).

დასწრება თავისუფალია