გამომცემლობა აგორა დაარსდა 2006 წელს. იგი გამოსცემს ძირითადად ფრანგულენოვანი ლიტერატურის თარგმანებს - მხატვრულ ნაწარმოებებს, ფილოსოფიური, სოციოლოგიური ხასიათის ესეებს, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურას; მცირე რაოდენობით - არაფრანგული ლიტერატურის თარგმანებს და ქართველი ავტორების ნაწარმოებებს. აგორას გამოქვეყნებული აქვს ორასზე მეტი წიგნი, მათ შორის კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები ამერიკელი, ბელგიელი, შვედი, იტალიელი, ახალ ზელანდიელი, კანადელი და თურქი ავტორების.
გამომცემლობა აგორას აქვს ფრანგული წიგნის ონლაინ მაღაზია.
2019 წლიდან გამომცემლობა აგორამ დააარსა გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია, რომელიც დღესდღეობით გაიცემა სამ ნომინაციაში: ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანისთვის, „გერონტი ქიქოძე - მოსწავლეების რჩეული“, მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი ღვაწლისთვის.
2006-2024 წლებში გამომცემლობა აგორას ხელმძღვანელობდა მარინა ბალავაძე, მთარგმნელი და ფრანგული ენის პროფესორი ილიას უნივერსიტეტში. 2014 წელს მას საფრანგეთის მთავრობის მიერ გადაეცა ორდენი და მიენიჭა „ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალრის წოდება“ ფრანგული კულტურისადმი გაწეული სამსახურისთვის. 2021 წელს მას გადაეცა მეორე ორდენი და მიენიჭა "აკადემიური პალმის რტოს ორდენის ოფიცრის" წოდება. 2025 წლიდან მარინა ბალავაძე გამომცმემლობა აგორას კონსულტანტია.
2025 წლიდან გამომცემლობა აგორას დირექტორია ეკა ჩაჩხიანი, რომელიც ასევე უძღვება აგორას ფრანგული წიგნის მაღაზიას.
2025 წლიდან გამომცემლობა აგორას პროექტების ხელმძღვანელია თამარ ხოსრუაშვილი, მთარგმნელი, რომელიც 1998-2024 წლებში მუშაობდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (ყოფილ დიუმას ცენტრში), სადაც 2002 წლიდან იყო ფრანგული მედიათეკის დირექტორი. 2016 წელს საფრანგეთის მთავრობის მიერ მას გადაეცა ორდენი და მიენიჭა „აკადემიური პალმის რტოს კავალრის“ წოდება ფრანგული ენისა და კულტურისადმი გაწეული სამსახურისთვის.