ნატალი დავიდ-ვეი თანამედროვე ფრანგი მწერალი, სცენარისტი და ლიტერატურის პედაგოგია. მას დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. უკვე რამდენიმე წელია, ბრიუსელში წერის სახელოსნოს უძღვება და ასევე ატარებს ლიტერატურულ რადიოგადაცემებს, აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში, უზიარებს მკითხველსა და მსმენელს თავის სიყვარულს ლიტერატურისადმი. ნატალი დავიდ-ვეი არის რამდენიმე რომანის ავტორი.