მზია სიმონიძე _ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე და ორგანიზატორი, სადისერტაციო კვლევების ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის პედგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. აგლაძის სახელობის არაორგანული და ელექტროქიმიის ინსტიტუტში, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის ინსტიტუტში. წლების განმავლობაში იყო საკვალიფიკაციო სამეცნიერო საბჭოს წევრი.