ერჟე

  • 1907-1983

ერჟე (ნამდვილი სახელი: ჟორჟ პროსპერ რემი) ბელგიელი ილუსტრატორი და კომიქსების ავტორია, ცნობილი თავისი ლეგენდარული სერიით „ტენტენის თავგადასავლები“. მისი ფსევდონიმი “Hergé” მიღებულია მისი ინიციალებისაგან (R.G.). ერჟეს სტილმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ კომიქსზე. ტენტენის თავგადასავლები ითარგმნა მრავალ ენაზე და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყვარელ სერიად მსოფლიოში.