„ფრანები“ რომენ გარის უკანასკნელი რომანია, რომელიც ავტორის სიცოცხლეში 1980 წელს გამოიცა. იგი მოგვითხრობს ისტორიას რომელიც მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დროს – ლილას, ახალგაზრდა პოლონელი არისტოკრატი გოგონასა და ლუდოს, ფენომენალური მეხსიერების მქონე ნორმანდიელი ბიჭის, მღელვარე სიყვარულის შესახებ, რომელიც ისტორიული მოვლენების გამო ითრგუნება.