ფრანგული ენის ახალი გრამატიკა

ფრანგული ენის ახალი გრამატიკა

25.00 ლარი

მარაგშია

გრამატიკის ეს სახელმძღვანელო სიახლეს მრავალი ასპექტით წარმოადგენს. დღეისთვის გამოყენებულ გრმატიკის სახელმძღვანელოებში კარგად არის ასახული გრამატიკოსთა მრავალი თაობის თანმიმდევრული, ზოგჯერ ერთმანეთთან შეუსაბამო წვლილი ანტიკური მოყოლებული დღემდე. ენაზე რეფლექსიის მთელი ამ წარსულის ერთიანად უარყოფა უსამართლო იქნებოდა. თუმცა, არც იმ განახლების უგულებელყოფა იქნებოდა მართებული, რომელიც თანამედროვე ლინგვისტიკამ მოიტანა როგორც ზოგიერთი ადრინდელი აღწერის კრიტიკით, ასევე ძველი გრამატიკოსების ზოგიერთი მოსაზრების სისტემატიზაციითა და ანალიზის ახალი მეთოდების შემუშავებით. ეს იმიტომ, რომ XX საუკუნის დასაწყისიდან ენათმეცნიერებამ, ენის ფუნქციონირების მეცნიერულმა შესწავლამ, საშუალება მოგვცა, უკეთ გაგვეგო ის გრამატიკული მექანიზმები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ახალი სასკოლო გრამატიკის აგება. რამდენად უტოპიურიც არ უნდა ჩანდეს ჩვენი პრეტენზია ასეთი გრამატიკისგან თანამედროვე ლინგვისტური გამოკვლევების რეზიუმეს გაკეთების თაობაზე, იმდენად აუცილებლად გვეჩვენება, ხელი შევუწყოთ ისეთი გრმატიკის სწავლებას, რომელიც მოსწავლეებისთვის მისაწვდომს გახდის მეცნიერული გრამატიკის ფუნდამენტურ პრინციპებს და ინტეგრირებას მოახდენს ლინგვისტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვრების სწავლებაში.