წიგნის ავტორი, ფაისალ ბეი ტუნისელი პრინცია, რომელიც დაიბადა კართაგენის სასახლეში, თავისი დიდი ბაბუის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. „ბევრი ქართველი წინაპარი მყავს, - წერს ფაისალ ბეი თავის ბიოგრაფიაში, - ლამაზი ოდალისკები (ჰარამხანის მსახურები) ბეის სასახლის კარზე. ასევე დედაჩემის ოჯახის მხრიდანაც მყავს ქართველი წინაპრები, იგი ეკუთვნის ტუნისის პატრიციული ოჯახს, რომლის დამფუძნებელი იყო ქართველი მამლუკი (სულეიმან კაჰია), რომელმაც 17-ე საუკუნის ბოლოს ან 18-ე საუკუნის დასაწყისში მოაღწია ტუნისს. იგი ჩვენი დინასტიის დამფუძნებელს თანამებრძოლად გაჰყვა და ამგვარად, თავად და მისი შთამომავლები სასახლის კარზე ყველაზე მაღალ საფეხურზე ავიდნენ.“ წიგნში „უკანასკნელი ოდალისკი“ ავტორი გვიყვება საკუთარი ბებიის, კავკასიის მთებიდან წამოყვანილი პატარა გოგონას ისტორიას, რომელიც ჯერ ოდალისკი, ხოლო შემდეგ სამეფო ოჯახის წევრი გახდა.