გერონტი ქიქოძის პრემია 2026
დაიწყო გერონტი ქიქოძის პრემიის მოსაპოვებელი კონკურსი ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანისთვის.
კანდიდატურების წარდგენა შეგიძლიათ 2025 წლის 23 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრის ჩათვლით. განაცხადები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, ხოლო საკონკურსე წიგნის 3 ეგზემპლარი უნდა მიიტანოთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში 2025 წლის 23-26 დეკემბერს, ან 2026 წლის 13-15 იანვარს.
მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ გამომცემლობა აგორას საიტზე:
გისურვებთ წარმატებებს 