• .

  • 15 Nov, 2026

Mon père ჟორჟ

გიწვევთ შეხვედრაზე გიორგი ეკიზაშვილთან ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში (ლადო გუდიაშვილის ქ.7, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი).
 
შეხვედრის ფარგლებში გაიმართება არტბუქის „Mon Père ჟორჟ“ პრეზენტაცია. ეს იქნება შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ გიორგი ეკიზაშვილს, გაეცნოთ მის შემოქმედებას და გაუზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები.
 
მსურველებს შეგიძლიათ მოიტანოთ მის მიერ თარგმნილი წიგნები ავტოგრაფის მისაღებად. შესაძლებელია ადგილზე შეძენაც.
 
გიორგი ეკიზაშვილი ქართველი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და ლიტერატურის სპეციალისტია. მას ქართულ ენაზე ნათარგმნი აქვს ფრანგული ლიტერატურის არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, მათ შორის ალბერ კამიუს, ჟან-პოლ სარტრის, მოლიერის, არტურ რემბოსა და მიშელ უელბეკის ტექსტები. არის არაერთი ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორის „საბას“ პრემიის ლაურეატი. საფრანგეთის მთავრობამ კი ფრანგული კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის „აკადემიური პალმის რტოს“ ორდენის კომანდორის წოდება მიანიჭა.