ფარდაგების ყვავილებქვეშ

ფარდაგების ყვავილებქვეშ

15.00 ლარი

მარაგშია

ორენოვანი (ფრანგულ-ქართული) პოეზიის კრებული. ფრანგულიდან ქართულად თარგმნა მაია ქაცანაშვილმა. „ფარდაგების ყვავილებქვეშ“ თანამედროვე ფრანგულენოვანი პოეზიის ძვირფასი თვალია. ავტორი ქალის ცხოვრებაში ყველაზე მძაფრ ემოციებს მიმართავს. ბავშვობისა და დედობის ჩრდილში, პირველ რთულ ნაბიჯებზე, მარლენ ტისო სამართლიანად ხაზს უსვამს ყველა წარუმატებლობას, ძალადობას, უთქმელს, ცრურწმენას. პოეზია მოდის, როგორც წამალი, რათა დაამშვიდოს, განმარტოს, გადაარჩინოს ის, რისი გადარჩენაც შეიძლება. ესაა სიტყვები ქალისა, რომელიც ეძებს თავის გზას, უარს ამბობს ყოველგვარ კომპრომისზე, გვაიძულებს ვიბრძოლოთ საკუთარ მოჩვენებებთან. საქართველოს დედაქალაქში დაბადებული მაია ქაცანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომანულ ენებსა და ლიტერატურას სწავლობდა. ევგენ იონესკოს თეატრზე ლიტერატურის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, 2011 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. მან თარგმნა კენოს ძირითადი ნაწარმოებები ("ლურჯი ყვავილები", "ზაზი მეტროში"), ასევე თანამედროვე ავტორები, როგორიცაა დავიდ ფოენკინოსი, ამელი ნოტომი, ლეილა სლიმანი.