ემანუელე ტრევი
მარია გრიპე
ფილიპ ჯიანი
ტომა გუნზიგი
გაელ ჟოსი
სილვი დრაპო
სელია აჰავა
ანჯელა ნანეტი
ივ ბონფუა
ალბერ კამიუ
მიშელ უელბეკი
დონალ რაიანი
ალფრედ ჰიჩკოკი
ალბერ კამიუ
ალბერ კამიუ
ალბერ კამიუ
ალბერ კამიუ
ალბერ კამიუ
როლან ბარტი
ჟან ტიულარი
როლან ბარტი
ალბერ კამიუ
ცხადდება კონკურსი გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად!
პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს.
- რომანის ქართული თარგმანი კონკურსზე უნდა წარადგინოს გამომცემლობამ ან მთარგმნელმა;
- რომანის ქართული თარგმანი ბეჭდური სახით გამოცემული უნდა იყოს 2022 წელს;
- განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 10 თებერვალია;
- გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამოცხადდება მარტის თვეში;
- პრემია წარმოადგენს 1000 ლარს. იგი გადაეცემა მთარგმნელს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია გამომცემლობა აგორას საიტზე (http://agorabooks.ge/ka/award).
გამომცემლობა აგორა გისურვებთ წარმატებას!
ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ მხარს უჭერს ევროპული ლიტერატურის თარგმნისა და პოპულარიზაციის ინიციატივებს. მისი მიზანია, გააფართოვოს ევროპის მრავალფეროვანი ლიტერატურის გავრცელება სხვადასხვა ქვეყანაში და ხელი შეუწყოს ევროპელ ავტორებს ახალი პუბლიკის მოპოვებაში.
გაიგე მეტი
სელია აჰავა თანამედროვე ფინელი მწერალი და სცენარისტია. მას დაწერილი აქვს რამდენიმე რომანი. რომანისთვის „ციდან ჩამოვარდნილი საგნები“ სელია აჰავას 2016 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.
გაიგე მეტი
ივ ბონფუა ფრანგი პოეტი, ხელოვნების კრიტიკოსი და მთარგმნელია. საფრანგეთში მას მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის უდიდეს პოეტად მიიჩნევენ. მას გამოცემული აქვს ოცდაათზე მეტი ლექსების კრებული და მცირეტანიანი რომანი.
გაიგე მეტი
ანჯელა ნანეტი იტალიელების საყვარელი საბავშვო მწერალია. წიგნისთვის „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“ მან მიიღო საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის ხელოვნების საერთაშორისო პრემია.
გაიგე მეტი
მარია გრიპე შვედი საბავშვო-საყმაწვილო მწერალია. მის კალამს ეკუთვნის ორმოცამდე წიგნი, რომლებისთვისაც მწერალმა მრავალი ლიტერატურული ჯილდო მიიღო, მათ შორის: დობლოუგის პრემია (Dobloug Prize) შვედური და ნორვეგიული მხატვრული ლიტერატურისთვის; სკანდინავიის საბავშვო წიგნის პრემია (Nordic Children’s Book Prize); საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მარია გრიპე დაჯილდოებულია ჰანს ქრისტიან ანდერსენის მედლით.
გაიგე მეტი
ემანუელე ტრევი თანამედროვე იტალიელი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და წამყვანია. 28 წლის ასაკში სტაჟიორად მოეწყო პიერ პაოლო პაზოლინის ფონდში. ახალგაზრდა ტრევის მიზნად ჰქონდა მოეძია, დაემუშავებინა, დაეხარისხებინა და წიგნად გამოეცა პაზოლინის ინტერვიუები.
გაიგე მეტი
ტომა გუნზიგი პოპულარული ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი და ლიტერატურული გადაცემების წამყვანია, რომლის სავიზიტო ბარათი შავი იუმორი გახლავთ.
გაიგე მეტი
ფილიპ ჯიანი ფრანგი მკითხველების საყვარელი მწერალია. განსაკუთრებული პოპულარობა მან 80-იანი წლების ახალგაზრდებში მოიპოვა და თავისი რომანით „37°2 დილით“ ისეთი ზეგავლენა მოახდინა მათზე, რომ შემდგომში „ჯიანის თაობა“ შეარქვეს.
გაიგე მეტი
1954 წელი. სამოცდაორი წლის დატვირთული მუშაობის შემდეგ ელის აილენდზე მდებარე საიმიგრაციო ცენტრი სამუდამოდ იხურება.
გაიგე მეტი
მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში
სტატიის ავტორი: გურანდა ბურსულაია
გაიგე მეტი